„მწვანე აფთიაქი“- მერეთის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
07-11-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებს ხშირად ახორციელებენ.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საგანში ბუნება კომპლექსური დავალებაზე თემაზე - „მწვანე აფთიაქი“ იმუშავეს. მოსწავლეების პედაგოგი ნატალია ხუბულური გახლავთ.
მოსწავლეებმა შეაგროვეს სამკურნალო მცენარეები, მოიძიეს მათზე ინფორმაცია, გააკეთეს პატარა აფთიაქი და წარმოადგინეს პრეზენტაცია, თუ, რომელი მცენარე, რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
„დავალება წარმოადგინეს სიმღერის - „ეს საწყალი კურდღელის“ ფონზე, კურდღელს გადააყლაპეს სამკურნალო მცენარეებისაგან შექმნილი უებარი წამალი და ყურცქვიტაც უცბად გამოჯანმრთელდა“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს