
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ.
მათ შორის, ზინობიანის საჯარო სკოლაში, 3 და 4 ნოემბერს ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „გონებანი გონიერსა“.
მოსწავლეები აქტიურად, დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ თამაშში. შიდასასკოლო ღონისძიება ჩატარდა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. თამაშის საინტერესოდ წარიმართა, ბოლოს კი გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თამაში მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და ანალიტიკური ცოდნის გაღრმავებას.
„გონებანი გონიერსა“ გუნდური ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და ანალიტიკური ცოდნის გაღრმავებაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: