თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები პლანეტარიუმში იმყოფებოდნენ
07-11-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეები გასვლით აქტივობაში მონაწილეობდნენ.
ისინი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელის ნელი ვიალოვის ხელმძღვანელობით, მთაწმინდის პარკს, პლანეტარიუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა 3D ფორმატში, ანიმაციური ფილმი სამყაროს შექმნის შესახებ ნახეს.
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მესამეკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„ფილმმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვებზე. მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარებათ ბუნებისმეტყველების უკეთ შესწავლაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს