ტყაჩირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დაწყება იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს
07-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

მათ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, იაკობ გოგოებაშვილის სახლ-მუზეუმში აღნიშნეს. 
 
ხათუნა მასწავლებელმა პატარებს იაკობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერებინა და აუხსნა, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა  ენა" სახალხო განთლების  ფარ-ხმალს წარმოადგენდა და დღემდე ქართული ენის ბურჯია.

მოსწავლელებმა, მასწავლებლის დახმარებით, საინტერესო აქტივობები წარადგინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„იყო გაბრწყინებული თვალები და სიახლის მოლოდინი, ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა მათ საიდუმლო ყუთში „ია " იხილეს.
საოცარმა გარემომ და მოსწავლეთა აქტიურობამ საშუალებმა მისცა მოსწავლეებს ეს დღე გამორჩეული და დასამახოვრებელი გამხდარიყო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203