თბილისის N106 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა კომიქსები შექმნეს
07-11-2022

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის IVკლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს. 

ისინი ჯონათან სვიფტის ნაწარმოებს - „გულივერის მოგზაურობა“, გაეცნენ, შემდეგ კი დავალებაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც ამავე ნაწარმოების მიხედვით მოამზადეს.

დავალების პირობა შემდეგი იყო: „კომიქსის შექმნა, გაიაზრე მოთხრობის ,,გულივერის მოგზაურობა" ბოლო ეპიზოდი, რომელშიც მთხრობელი ხედავს ლილიპუტებს. დახატე კომიქსი ამ ეპიზოდუს საფუძველზე მოსწავლეებმა კომიქსში უნდა გამოსახონ ეპიზოდის მონაწილე პერსონაჟები-მთხრობელი და ლილიპუტრბი. წარმოაჩინონ როგორია თითოეული პერსონაჟის ხედვის კუთხე-რას ფიქრობენ, რას ამბობენ, როგორია მათი განზრახვა. წინადადებათა შინაარსის გათვალისწინების მიხედვით შეარჩიონ სასვენი შიშნები. პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს რა პირდაპირ და არაპირდაპირ მინიშნებებს დაეყრდნენ პერსონაჟების ფიქრების თუ განზრახვის ამოსაცნობად. რითი ჰგავს კომიქსი მოთხრობას და რით განსხვავდება? რამდენად ასახავს კომიქსი მწერლის მთავარ სათქმელს“. 

მოსწავლეებმა დავალებაზე მუშაობას თავი უდიდესი წარმატებით გაართვეს და საინტერესო კომიქსები შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ, ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე პედაგოგები განუწყვეტლივ ზუუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203