„ჭადრაკის წარმოშობის ისტორია“ - ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-11-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და სხვადასხვა სახის აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტზე - „ჭადრაკის წარმოშობის ისტორია“ იმუშავეს, რომელიც ასევე მოიცავდა თემებს- „ჭადრაკის ადგილი ქართულ საზოგადოებაში და ქართულ მწერლობაში“ და „ჭადრაკი და მუსიკა“.
პროექტის იდეა ჭადრაკის პოპულარიზაცია გახლდათ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ, რა როლი აქვს ჭადრაკს მუსიკაში, ხელოვნებასა და მწერლობაში. ასევე, შედგა სახალისო თამაში მოსწავლეებს შორის.
მესამეკლასელ ელენე ჭახნაგიას კი სასწავლო ნაწილის გამგე ია ძაგნიძე ეთამაშა.
„ჭადრაკი ხელს შეუწყობს ჩვენ მომავალ თაობას ცოდნის გაღრმავებაში“, - აღნიშნეს სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს