თბილისის N106 სკოლის მე-3 კლასში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული აღინიშნა.
კვირეულთან დაკავშირებით, III5 კლასში საინტერესო აქტიობები გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ჩატარდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა:
- მშობლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, გააზიარეს პრეზენტაცია „სწავლება ციფრული მოქალაქეობის შესახებ“;
- გონებრივი იერიშისა და ვიდეორგოლის საშუალებით, მოსწავლეებს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერება აუმაღლდათ;
- თამაშების - „გაფუჭებული ტელეფონი" და „გაიმეორე მოძრაობები" საშუალებით, მოსწავლეებმა გაიაზრეს, თუ როგორ ხდება ნამდვილი ამბავი დეზინფორმაციის წყარო;
- ქართულის გაკვეთილთან ინტეგრირებით, მოსწავლეებმა საინფორმაციო ტექსტიდან ნამდვილი და მოგონილი ამბები ამოიცნეს;
- მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, კლასში kahoot- ის ტესტი გაიარეს და უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.
გარდ ამისა, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მოსწავლეებმა ფოტომანიპულაციის შემთხვევები ნახეს, ჯგუფურად იმუშავეს და ტექსტი შესაბამის ფოტოს დაუკავშირეს, ნახეს რეკლამები და მათ გავლენაზე ისაუბრეს.
ბოლოს კი, თავად გახდნენ რეკლამების შემქმნელები.
„მიხარია, ასეთ გონიერ და აქტიურ ბავშვებთან მუშაობა“,- წერს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: