ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა მრავალფეროვანი ღონისძიებებით გამორჩეულია.
ამჯერად, მოსწავლეებმა ღონისძიება - „შემოდგომა შემოდგა“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნინო ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები. ასევე, მოაწყეს გამოფენა, სადაც საშემოდგომო ნობათი გამოფინეს. მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა ჩურჩხელებიც ამოავლეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის საშემოდგომო ღონისძიება მეტად საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: