„პოეზია, უპირველეს ყოვლისა“- ხვანჭკარის საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
07-11-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი პროექტები ხშირად ხორციელდება.
ამჯერად, სკოლის ლიტერატურული წრის წევრებმა პროექტი - „პოეზია, უპირველეს ყოვლისა“ განახორციელეს. ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ჯინჭარაძე გახლავთ.
პროექტის ფარგლებში ლადო ასათიანის დაბადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიტერატურული კვირეული - „ლადოობა 2022“ გაიმართა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და წარმოადგინეს პოეტის შემოქმედება.
ნახეს დოკუმენტური ფილმი მწერლის ქალიშვილის, მანანა ასათიანის, ნაამბობის მიხედვით.
ეწვივნენ პოეტის სახლ-მუზეუმს სოფელ ბარდნალაში, ლეჩხუმში.
კვირეული დასრულდა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციით „მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“, სადაც წარმოდგენილი იყო პოეტის ლექსები და საინფორმაციო პრეზენტაცია.
ავტორები VIII კლასის მოსწავლე ხატია ფრუიძე და XI კლასის მოსწავლე ნიკა მეტონიძე იყვნენ.