თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.
ამჯერად, სკოლაში ეკოკლუბის ინიციაციტივით, ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის ზამთრის ტანსაცმელი შეგროვდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად და დიდი პასუხისმგებლობით იყვნენ ჩართულები საქველმოქმედო აქციაში.
იხილეთ ფოტოები: