„ელექტრონული ზემოქმედება ადამიანზე“- მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელების საინტერესო პრეზენტაცია
07-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სასკოლო საზოგადოებას მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეთერთმეტეკლასელებმა - „ელექტრონული ზემოქმედება ადამიანზე“ გაუზიარეს.
„უახლოეს წარსულში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენამ მისცა ბიძგი მასწავლებელს, ნინო დიდიძეს დაეფიქრებინა მოსწავლეები, თუ რა არის აუცილებლად საცოდნელი და გასათვალისწინებელი ჩვენს ყოველდღიურობაში.
ელექტრონული ვიდოეკოლაჟით და პრეზენტაციით პატარებმაც მიიღეს საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ უსაფრთხოების ზომების დაცვასა და გატარებაში“, - აღნიშნეს სკოლაში.
მოსწავლეთა ფიზიკის პედაგოგი ნინო დიდიძეა, ხოლო კლასის დამრიგებელი თინათინ გეორგაძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს