ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ
07-11-2022
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, Vბ და VIბ კლასების მოსწავლეები ისტი-ს პედაგოგის, თამარ კაკაჩიას ინიციატივით პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯს - „ლაკადას“ ესტუმრნენ.
ბავშვებმა დაათვალიერეს: თანამედროვე საქსოვი ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, „აიტის“, სამზარეულოს ოთახები და განსაკუთრებული მოწონება ინოვაციების ოთახმა დაიმსახურა. ინოვაციების ოთახში 3D პრინტერი, დაზგა და ყველა თანამედროვე კომპიუტერული დანადგარი, იყო მოთავსებული. მაგალითად საქსოვი დაზგა, რომელიც პროგრამულად მუშაობს. მისი საშუალებით მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა მოქსოვეს: ყვავილი ია, დააწერეს „აი ია“, დაფზის საშუალებით, კორელის გამოყენებით ამოიქარგა სკოლის სახელწოდება, სახელმწიფო დროშა და საქართველოს რუკა.
ეს ნამუშევრები სტუმრებს აჩუქეს. მიღებული საჩუქრები მასწავლებელმა, თამარ კაკაჩიამ ჩაასმევინა ჩარჩოში და სახსოვრად გადასცა სკოლას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს