ზედა სამების საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
07-11-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეების შემეცნებითი უნარების განვითარებასა და წახალისებაზე. სკოლა რეგულარულად ატარებს ინტელექტუალური ხასიათის შეჯიბრებებს.
„ტვინების ბრძოლა“ ერთ-ერთი ბოლოს გამართული ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს.
„ტვინების ბრძოლის“ წესების თანახმად, მოსწავლეები ჯგუფურად დაიყვნენ და შეზღუდულ დროში, წამყვანის მიერ დასახელებულ ლოგიკურ თუ სააზროვნო კითხვებს უპასუხეს. გამარჯვებულმა გუნდებმა კი, მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა მზადყოფნას გამოთქვამს, უფრო მეტი სიხშირით უმასპინძლოს მსგავსი სახის ღონისძიებებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს