უჯარმის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
07-11-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების კვირეულისთვის მიძღვნილი პლაკატი შექმნეს.  

მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების პოპულარიზების მიზნით, სკოლამ მედიაწიგნიერების კვირეულს უმასპინძლა. კვირეული სკოლის მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. 

კვირეულის შესაჯამებლად, მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების შესახებ პლაკატი შექმნეს. პრეზენტაციაზე კი განმარტეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, კიბერბულინგი, ყალბი ახალი ამბები და პროპაგანდა. 

მოსწავლეებმა ასევე წარადგინეს ის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება თავი დავიცვათ კიბერბულინგისგან და გავემიჯნოთ არასასურველ პროპაგანდას.  
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203