ივანდიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებს მასწავლებელმა, ნინო უგულავამ საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია
07-11-2022

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებელმა ნინო უგულავამ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ - განსაკუთრებით დაინტერესდნენ  ჯადოსნური ყუთით. სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამდნენ და ელოდნენ რა შეიძლებოდა ყოფილიყო შიგნით.

პირველკლასელებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.

„ფერადი, საინტერესო და სახალისო იყო ეს დღე პირველკლასელებისათვის. ნინო მასწავლებელმა წელსაც არ უღალატა ტრადიციებს და ჩვენს პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ზეიმად უქცია. „ანბანეთის ამბები და თავგადასავლები“ დაწყებულია. გვჯერა, მათი მონდომებისა და წარმატებების, რომელსაც ნინო მასწავლებელთან ერთად აუცილებლად მიაღწევენ.
მადლობა ამ დღისთვის, პატარებისთვის ძალზედ საყვარელ მასწავლებელს ნინო უგულავას!  წარმატებებს ვუსურვებთ მას და მის თვალხატულა გოგო-ბიჭებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203