ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ის X კლასის მოსწავლეების - ნინო თავართქილაძისა და ელენე შავაძის თაოსნობით გაიმართა. შეჯიბრში აქტიურად ჩაერთო ყველა კლასის მოსწავლე, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. რიგ აქტივობაში პედაგოგები და დირექტორიც მონაწილეობდნენ.
„მხიარული სტარტები“ რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი ქულების მიხედვით გამოვლინდა, მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: