ვაქირის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელდა
13-04-2018
ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელდა.
სკოლის აღსაზრდელებისთვის კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო. მოზარდებმა ასევე კედლის გაზეთი დაამზადეს. პედაგოგებმა მოსწავლეებთან 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“