ტუნაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, „ჰელოუინი“ აღნიშნეს
07-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამისთვის კი სხვადასხვა აქტივობა იმართება. ამჯერად, მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის ელენე გაბედავას ხელმძღვანელობით, „ჰელოუინი“ აღნიშნეს. მათ ჯგუფურად იმუშავეს, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, წარადგინეს ამ დღის სიმბოლოები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

„მოსწავლეებმა წარადგინეს ამ დღის სიმბოლოები, რაც სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო. აქტივობები საინტერესოდ და სახალისოდ გაიმართა.
სკოლის დირექცია წარმატებას უსურვებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

„ჰელოუინი“ დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, დასავლური ტრადიციით ყველა წმინდანის დღის წინა დღეს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა - თამაშები, ფოიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. „ჰელოუინთან“ არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203