ტყიბულის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. პედაგოგები მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, პირველ კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
კლასის ხელმძღვანელი დარინა კირკიტაძეა. მისი პრიორიტეტი მოსწავლეთა მოტოვირება და ცოდნის გაღრმავებაა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე.