
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხუს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - გია ოქრომელიძემ „კოკა-კოლას“ საწარმო დაათვალიერა და „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში შექმნილ მოსწავლეთა კომპანიების პროდუქციას გაეცნო.
პროექტის „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში, გია ოქრომელიძე დაესწრო პროექტის გახსნით ღონისძიებას, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების წახალისება და მეწარმეობის შესწავლაა.
ამ ფორმით, „კოკა-კოლამ“, USAID/GEORGIA-სა და „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ დაწყება აღნიშნეს, რომელიც დაფინანსებულია The Coca-Cola Foundation-ის მიერ.
იხილეთ ფოტოები: