სენაკის N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავი საინტერესოდ აღინიშნა
07-11-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება დიდი ხალისით ჩაერთო.
სასკოლო საზოგადოებამ დიდი ქართველი საბავშვო მწერლის და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის იუბილე აღნიშნა.
მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს და თანასკოლელებს გააცნეს.
იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მან საქართვეელოში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს