გეჯეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 182-ე წლისთავი საინტერესოდ აღნიშნეს
07-11-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მესამე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლის ნატალია სახოკიას ხელმძღვანელობით, დამსწრე მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე პრეზენტაციით წარსდგნენ.

თითოეულმა მათგანმა წაკითხულ მოთხრობაზე ჩანახატი მოამზადა. პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფებს შორის გაიმართა ვიქტორინა.

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

"აქტივობას აქტივობა ცვლიდა, საქმიანი ჟრიამული სასიამოვნო მოსასმენი იყო. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოვეფეროთ გოგებაშვილის უკვდავ ,,დედაენას". დედაენას, რომელიც მილიონობით ბავშვის სულს სათუთად შეეხო და გააღვივა სიყვარული, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული ღმერთის და ერთმანეთის",- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203