„შემოდგომა სოფელში“ - მაღრაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
07-11-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.
ბავშვები სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, ll-lV კლასების მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ, თამარ ხოკერაშვილთან ერთად პროექტზე - „შემოდგომა სოფელში“ იმუშავეს.
მოსწავლეები პროექტზე მუშაობის პროცესში დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და სახალისო აქტივობა განახორციელეს, მათ შორის ამოავლეს ჩურჩხელები და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.