„ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და III ადგილი მაღალქულიანთა რეიტინგში- ლაგოდეხის N3 სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
07-11-2022
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალედ იასპარეზეს.
„ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ამ სკოლის მოსწავლეს, ხატია ბიწაძეს ერგო.
დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპზე 7 მოსწავლე მონაწილეობდა, ხოლო II ეტაპი გაიარა ექვსმა მათგანმა. ამასთან ზუკა მოდებაძე ყველაზე მაღალქულიანთა რეიტინგში მოხვდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონატში III ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს