„ოქროსფერი შემოდგომა“- ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებს დენდროლოგიურ პარკში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
07-11-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-3 კლასელთათვის ინტეგრირებული გაკვეთილი - „ოქროსფერი შემოდგომა“ მასწავლებლების: ლ. ფირცხელავას, თ. შანავას და ე.ფაციას ხელმძღვანელობით შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩატარდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს წელიწადის ეს დრო რა თვისებებით გამოირჩევა. ბავშვებმა თემატური ნახატები წარადგინეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები. ასევე, ამოავლეს ჩურჩხელები და პარკი დაათვალიერეს.
მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში ბავშვებმა წელიწადის დროებზე დიალოგი ინგლისურ ენაზე ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი მოსწავლეებს არასოდეს დაავიწყდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს