ვალის N4 საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
04-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. ღონისძიება კლასის დამრიგებლების ორგანიზებით და ჩართულობით განხორციელდა. ყველა კლასმა თითო საინტერესო აქტივობა წარმოადგინა. სკოლაში მოეწყო საშემოდგომო გამოფენა. 

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ.

„შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესია-საოცარი ბუნება, ფერადი ფოთლები, მოსავლის აღება და დაბინავება, სავსე მარნები, ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელები და ვინ ჩამოთვლის იმ ბარაქას და მადლს, რაც შემოდგომას მოჰყვება. წლის ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი დრო განსაკუთრებულად აღნიშნეს სკოლაში. შემოდგომის ფერებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს, დაწურეს ყურძენი და ამოავლეს ჩურჩხელები. სასკოლო ღონისძიებას მშობლებიც ესწრებოდნენ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203