განძის N2 საჯარო სკოლაში საამაყო კურსდამთავრებულს, გენრიხ მალხასიანს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
04-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატებით პედაგოგები და დირექცია ყოველთვის ამაყობენ.

სკოლას კურსდამთავრებული, გენრიხ მალხასიანი ეწვია, რომელიც ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

მშობლიურ სკოლაში გენრიხს ემოციებით დახვდნენ და სიურპრიზიც დაახვედრეს. 

დირექტორმა სარკის დურგარიანმა, კურსდამთავრებულს გეოგრაფიის სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მიღებული ჯილდო გადასცა. კურსდამთავრებულმა ჯილდო გასულ წელს დაიმსახურა, როდესაც რეგიონის ერთადერთი გამარჯვებული გახდა.

სასკოლო საზოგადოება გენრიხის წარმატებით ამაყობს და მას მრავალ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203