დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები რაიონულ ფესტივალში მონაწილეობდნენ
04-11-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეები რეგიონულ ფესტივალში მონაწილეობდნენ. ის ნინოწმინდის კულტურის სახლში გაიმართა. მონაწილეები დიპლომებით დააჯილდოვეს.

„მე-3 კლასის მოსწავლეებმა ვ. ელოიანმა, ტ. კონდიანმა და მ. ხოდერიანმა მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში - „ჯავახეთის შემოდგომა“. მოსწავლეები ფესტივალზე პატარა მოთხრობით - „ესენდუკი“ წარდგნენ. ფესტივალს ორგანიზებას უწევდა ამავე კლასის დამრიგებელი ლარისა ანანიკიანი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203