„ოქროსფერი შემოდგომა“- უჩმანის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
04-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. 

მოსწავლები „ოქროსფერი შემოდგომის“ მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საინტერესო ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203