ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
04-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

მეოთხე კლასში, ინგლისურ ენაში, პროექტი - „ჩემ შესახებ- ჩემი ოჯახი“ გაიმართა. 

პირველ ეტაპზე, ისინი პროექტის თემასა და მიზანს გაეცნენ. მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ წარადგინონ და დაახასიათონ საკუთარი თავი, ისწავლეს ოჯახის წევრების აღმნიშვნელი სიტყვები. აღწერეს საკუთარი თავი, ოჯახი. შემდეგ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, პრეზენტაციები ინდივიდუალურად ააწყვეს.

აქტივობები პედაგოგ ნინო მელიქიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

„მოსწავლეებმა გადაიღეს მინი ვიდეოები, განავითარეს როგორც წერითი, ლექსიკური, ასევე მეტყველების უნარები. პროექტზე მუშაობა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203