დილისკის N2 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
04-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ - წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, ითამაშეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„კლასი მორთეს ფერადი ბუშტებით, ლამაზი სურათებით. ეს საზეიმო გაკვეთილი მათთვის იყო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს