წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში გამოფენა - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა. მოეწყო კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი და სხვადასხვა ნივთი განათავსეს. მოსწავლეებმა წელიწადის ამ სეზონზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.
სკოლაში მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.
„სკოლის ცხოვრების ერთი ლამაზი ფურცელი. მადლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს ჩართულობისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: