ბუღაშენის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
04-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა, ემმა ჰაკობიანმა I კლასის მოსწავლეებთან ერთად წინასაანბანო პერიოდი შეაჯამა და პატარებს „ანბანის შემობრძანება“ მიულოცა.
კლასში ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობები ასობგერა „ა“ -ს და ანბანის სამყაროს ეძღვნებოდა.
მოსწავლეებმა საზეიმო გაკვეთილზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები; გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. მოსწავლეებმა დრო საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და მასწავლებელს.