ბახვის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღინიშნა
04-11-2022
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
მასწავლებლებმა - თინათინ ანტონიანმა და ხათუნა ბარამიძემ მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია მედიის შესახებ, კერძოდ რა არის ციფრული მოქალაქეობა, რას წარმოადგენს მედია და ინფორმაციული წიგნიერება. მოსწავლეებთან ერთად განიხილეს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერბულინგის საკითხები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სპეციალური ვებ-გვერდის მეშვეობით პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს