„კმაყოფილი ვარ, როდესაც მოსწავლეთა წარმატებების შესახებ მესმის“ - ლია კალანდაძე, ბათუმის N13 საჯარო სკოლის პედაგოგი
04-11-2022
„პედაგოგის პროფესია მომავალი თაობის წინაშე დიდი პასუხისმგებლობაა“ - ეს სიტყვები ბათუმის N13 საჯარო სკოლის პედაგოგს ლია კალანდაძეს ეკუთვნის. რა აძლევს მას მოტივაციას, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ლია კალანდაძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „რა იყო დღეს დასამახსოვრებელი წინადადება?“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- დიდი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- დიალოგი, თემების განხილვა, აზრების გაზიარება.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- უფროსი კოლეგის რჩევა - არ შეხვიდე ბავშვებთან ჯიბრში.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სწორი მიდგომა, სწორი გზის არჩევა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მადლიერების გამოხატვა მშობლებისგან და ბავშვებისგან.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- მოსწავლეთა წარმატებების შესახებ მესმის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203