ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
04-11-2022

ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსში რთავენ. 

28 ოქტომბერს, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. თამაშში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა - „ტვინიკოსები“, „მეოთხე“, „ინტელექტუალები“, „რებუსი“, „ალფა“, „არტანუჯი“, „ეტალონი“ და „იმედი“. 

ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობდნენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. 

გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. ესენი არიან:

  • V კლასის - გუნდი „ტვინიკოსები“;
  • VIII კლასის - გუნდი „ეტალონი“; 
  • XI კლასის - გუნდი „ინტელექტუალები“.

ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს გუნდებს და უსურვებს წარმატებას შემდგომ ეტაპზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203