ბოლნისის N2 სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები სახალხო დღესასწაულზე გამოიფინა
04-11-2022
ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დირექციის დიდი ხელშეწყობით სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სახალხო დღესასწაულის - „ბოლნისქალაქობა“ ფარგლებში მოაწყო.

სახალხო დღესასწაულში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად მონაწილეობდნენ და მათ შორის, ბოლნისის N2 საჯარო სკოლა ღირსეულად წარსდგა.

მოსწავლეთა ნამუშევრების კუთხემ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203