თბილისის N54 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო ექსკურსია-გაკვეთილი მოეწყო
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, Iა კლასის მოსწავლეების პირველი გასვლითი ექსკურსია-გაკვეთილი მოეწყო, ისინი საკრავების მუზეუმში იმყოფებოდნენ.
აქტივობის მიზანი ქართული-ხალხური საკრავების გაცნობა იყო, ექსკურსიას შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდა. ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
პირველი კლასის დამრიგებელი ნათია ჭაბუკიანი, ხოლო მუსიკის პედაგოგი ბაჩანა ბენდელიანია.
იხილეთ ფოტოები: