კართუბნის საჯარო სკოლის გუნდმა სასკოლო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა
04-11-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მათ სპორტულ წარმატებას მიაღწიეს. ვაჟთა გუნდმა მინი ფეხბურთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის გამართულ სასკოლო ოლიმპიადაზე, პირველი ადგილი დაიკავა. ისინი ამ შედეგით შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. 

მოსწავლეები შეჯიბრში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ღირსეულად იასპარეზეს და შესაბამისი შედეგი დააფიქსირეს. 

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ამ ეტაპზე 12 გუნდი მონაწილეობდა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„დირექცია და სკოლის პედკოლექტივი გუნდის წევრებს და მათ პედაგოგს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203