„მოტივაცია მეძლევა, როცა მოსწავლე ბედნიერი თვალებით მიყურებს“- სოფიო ბერიანიძე, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მასწავლებელი
04-11-2022

რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი სოფიო ბერიანიძე გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „მიანიჭე სხვებს ბედნიერება და შეცვალე თავი უკეთესობისკენ”.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- სიტყვა „პედაგოგი” ბავშვობიდან არ მიყვარს. მასწავლებლის პროფესია ნიშნავს: მოსწავლეებთან მეგობრულ დამოკიდებულებას, ურთიერთგაგებას, სიახლეებს და განვითარებას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული დამოკიდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგნის სწავლებას უბრალოდ აზრი არ აქვს.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- კოლეგის რჩევა არ ყოფილა. სტუდენტობისას გრამატიკის ლექტორმა გვირჩია, რომ აუცილებლად გვემუშავა მასწავლებლად 2 წელი მაინც, რადგან ის სვანეთში ასწავლიდა და საოცარი ემოციით ყვებოდა იქაურ ამბებს. „მე -7 კლასის ჩათვლით შედით გაკვეთილებზე და დაინახავთ რამხელა ძალის მფლობელები ხართ”. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია მისი ნათქვამისთვის, რადგან მასწავლებლობას არ ვფიქრობდი, თუმცა მართალი აღმოჩნდა.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- როცა არ გაქვს შესაძლებლობა საკუთარი თავი განავითარო.

- მოტივაციას მაძლევს...

- როცა ჩემი მოსწავლე ბედნიერი თვალებით მიყურებს, როცა მოსწავლე ცდილობს სწავლას.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ბავშვებს უხარიათ ჩემი დანახვა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203