რუხის საჯარო სკოლის II კლასში მედიაწიგნიერების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, IIა კლასში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით საუბრები და აქტივობები გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, რომელთა სლოგანი იყო -„გადაამოწმე ინფორმაცია“, „არ ენდო ცრუინფორმაციას“, „მართალია თუ მცდარი“.
„მედიაგანათლება ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას გახდნენ მედიაწიგნიერები, შეძლონ კრიტიკულად გააცნობიერონ მედია გზავნილები. დღეს მთავარი გამოწვევაა სწორი ინფორმაციის მოძიება.
საჭიროა დაწყებით კლასებიდან ხელი შევუწყოთ ბავშვებში დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: