ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები ჩაუტარდათ
04-11-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მესამე და მეშვიდე კლასებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რა არის მედიაწიგნიერება და ივარჯიშეს კრიტიკულ-შემოქმედებით აზროვნებაზე.

25 ოქტომბერს, მესამე კლასში გაკვეთილის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა, სკოლის მასშტაბით, დაარიგეს მათ მიერ დამზადებული ფლაერები, რომელზეც დატანილი იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ბავშვებმა ძალიან კარგად გაიაზრეს საკითხი და გაიფართოვეს თვალსაწიერი მედიაწიგნიერებაზე.

ასევე, 26 ოქტობერს მეშვიდე კლასში ვიქტორინა მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით მოეწყო. კლასი ორ გუნდად დაიყო და ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ბავშვებმა ძალიან იხალისეს და პედაგოგმა მოსწავლეებს მედიაწიგნიერების შესახებ რა მნიშვნელოვანი ფაქტებიც გააცნო, კარგად გაიაზრეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203