ნოღის და ჭოგნარის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის ერთობლივი ღონისძიება-ლაშქრობა მოეწყო
04-11-2022
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის და ივანე ჯაშის სახელობის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლების ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეთათვის გასვლითი ღონისძიება - ლაშქრობა გაიმართა.
ჭოგნარის საჯარო სკოლიდან ლაშქრობაზე იყვნენ მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი მოსწავლეები ხოლო ნოღის საჯარო სკოლიდან მე-5, მე-6 და მე-8 კლასები იმყოფებოდნენ.
„პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოილოცეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მასწავლებელმა ქეთევან მეფარიშვილმა იგალობა, დიდებულ ტაძარში არაამქვეყნიურად გაისმა მისი გალობის ხმები
ზანდოს მთა მართლაც ზღაპრულ სამოთხეს ჰგავს, მოლაშქრეები მოიხიბლნენ ტაძრის სიდიადით, საოცარი ხედებითა და უმშვენიერესი ბურჯებით
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სურათები და ვიდეოები გადაიღეს, რათა სამუდამოდ აღებეჭდათ ეს ღირსშესანიშნავი დღე. მოლაშქრეები გამოემშვიდობნენ წმინდა ადგილს ღვთიური მადლით აღვსილნთ სწამდათ, რომ კვლავ ეწვეოდნენ ზანდოს ზღაპრულ სამყაროს“, - აღნიშნა პედაგოგმა, თამუნა ქორიძე
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს