მახათაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეების - ლიზი და ნათია ყიფშიძეების ნახატების გამოფენა გაიმართა
04-11-2022
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეების - ლიზი და ნათია ყიფშიძეების ნახატების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა ორი კვირის მანძილზე გაგრძელდა.
„მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიეცათ ნახატების დათვალიერების შესაძლებლობა. მადლობა ამისათვის ორგანიზატორს, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს აზა ჭიტაძეს“, - აღნიშნეს სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნიჭის გამოვლენას ყოველთვის ხელს უწყობენ.