„ვავარჯიშოთ გონება“- სახალისო ვიქტორინა მახათაურის საჯარო სკოლაში
04-11-2022
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით სახალისო ვიქტორინა - „ვავარჯიშოთ გონება“ ჩატარდა, რომელიც მიმართული იყო მოზარდთა ზოგადი უნარ -ჩვევების გამოსავლენად.