ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო კომპოზიციები შექმნეს
04-11-2022
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეებმა რესურსოთახში თემაზე - „ფერადი შემოდგომა“ კომპოზიცია შექმნეს.
სხვადასხვა კლასის სსსმ მოსწავლეებმა შემოდგომის აპლიკაციები ჯგუფურად გააფერადეს და გამოჭრეს. ბოლოს კი მათი ნამუშევრები „ფლისჩარტზე“ გამოიფინა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სსსმ მოსწავლეებზე მორგებული სასწავლო გარემოა. ყველა მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზებისთვის.
„სკოლაში მომუშავე თითოეული პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაცია მხარდაჭერას უცხადებს სსსმ მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას, როგორც საგაკვეთილო ასევე არასაგაკვეთილო აქტივობებში, რათა ხელი შეეწყოთ მათ სოციალურ-უნარჩვევების განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს