ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთათვის საინტერესო ღონისძიებებს თითქმის ყოველ კვირას ატარებენ.
ამჯერად, IV კლასის დამრიგებელმა, თამთა ღაღაიშვილმა საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარა.
მოსწავლეებმა მოამზადეს ჩანახატები და ხელთნაკეთები ნივთები. ასევე განახორციელეს ინსცენირება ლექსებითა და ნოველებით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები: