დარჩელის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
04-11-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

გაიმარჯვა გუნდმა „არისტოკრატები“. მისი კაპიტანი გიორგი მოსიაა, ხოლო წევრები:

  • ქეთევან ბიგვავა;
  • გიორგი შველიძე;
  • ნანა ჯოლოგუა;
  • ნინო ასათიანი.

„შემდგომ წარმატებებს გისურვებთ, ინტელექტუალებო“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203