აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
04-11-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა გააცილეს. მათ წელიწადის ამ სეზონზე ისაუბრეს და აქტივობებში ჩაერთნენ. კლასში შემოდგომის ნობათი მიიტანეს და თათარაც დაამზადეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.