„ჩემი ოცნების ეკო-სახლი“- წყალტუბოს N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მაკეტები შექმნეს
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ისინი მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მე-9ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე თემაზე - „ჩემი ოცნების ეკო-სახლი“, მაკეტები შექმნეს და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათი მასწავლებელი ეთერ გერაძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მარინა გოლეთიანია.
იხილეთ ფოტოები: